ჩეხეთის დედაქალქი მდებარეობს მდინარე ვლტავაზე და დაახლოებით 1.2 მილიონიან ქალაქს წარმოადგენს. პრაღას რამდენიმე მეტსახელი აქვს, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი რამდენიმე ღირსშესანიშნაობაა. ერთ-ერთი მათგანი კარლის ხიდია. ხიდი მდებარეობს მდინარე ვლტავაზე და მიეკუთვნება ევროპის უძველეს ქვის ხიდებს. ის ორი კოშკითაა შემოსაზღვრული და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი. ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ნაწილებს: მალა სტრანას და სტარე მესტოს. კარლის ხიდი ამავე დროს მუზეუმსაც წარმოადგენს ღია ცის ქვეშ, სადაც მრავალი საინტერესო ქანდაკებაა აღმართული.



პრაღა გამოირჩევა იმით, რომ აქ თითქმის ვერ ნახავთ ულტრათანამდეროვე შენობებს და ყველაფერი ძველებურ სტილშია შენარჩუნებული.თუმცა თანამედროვე არქიტექტურის მოყვარულებს შეუძლიათ ე.წ მოცეკვავე სახლი ნახონ. იგი 1997 წელს ვაცლავ ჰაველის სახლის გვერდით ააგეს. შენობის სახურავზე ცნობილი ფრანგული რესტორანია განთავსებული.
ქალაქში გადაადგილება მეტროთი, ავტობუსითა და ტრამვაით შეგიძლიათ. გამოცდილი ტურისტების გვირჩევენ, რომ თანხა აუცილებლად ვიქონიოთ ადგილობრივი ვალუტაში (კრონა), რადგან პრაღაში ფულის გადახურდავება პრობლემურია.
ჩეხეთის ტურები იხილეთ ბმულზე.