Thursday, January 8, 2015

2014 წელს საქართველოს 5 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

ტურიზმი საქართველოში
2014 წლის განმავლობაში საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. აქედან: 2 218 050 ტურისტული ვიზიტია, (მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,4%);
2014 წლის მონაცემებით, საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობით კვლავ მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. ასევე, დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების შემოდინების კუთხით. 2014 წლის მონაცემებით კვლავ  ლიდერობენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 93%, 25%, 25% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის მოქალაქეები 48% მატებით.
2014 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს 433 660 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2013 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 10,5 %–ით აღემატება.
2014 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,6%), რუსეთიდან (+8%) დაფიქსირდა.
2014 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 1,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1,3 მილიარდი აშშ დოლარი) 5%-ით (61 მილიონი აშშ დოლარი) აღემატება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გასაზრდელად აქტივობები გაგრძელდება, მათ შორის ტურიზმის მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება, საქართველოს ცნობადობის ამაღლებს, მარკეტინგული აქტივობების იმპლემენტაცია, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზრებზე, ტურისტული პროდუქტების განვითარება და სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად ტრენინგების ორგანიზება. 2015 წელს საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიების, მათ შორის: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის და უეფას სუპერთასის მატჩის ჩატარება. რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობას.

Monday, January 5, 2015

სასტუმროებში გამოყენებული შემოკლებები, რომელთა მნიშვნელობაც უნდა იცოდეთ






მოგზაურობისას საჭიროა იცოდეთ იმ შემოკლებების მნიშვნელობა, რომლებსაც ხშირად შეხვდებით სასტუმროებში. მათი საშუალებით გაგიადვილდებათ სასურველი ნომრისა და მომსახურების არჩევა დამოუკიდებლად.


RO – განთავსება კვების გარეშე

BB – განთავსება + საუზმე

HB – განთავსება + ორჯერადი კვება (საუზმე და ვახშამი, ემირატებში სადილი)

FB – განთავსება + სამჯერადი კვება

AI (All Inclusive)- განთავსება და კვება მთელი დღის განმავლობაში, შვედური მაგიდა, ადგილობრივი წარმოების სასმელები

UAL – განთავსება და კვება მთელი დღის განმავლობაში, შვედური მაგიდა, ადგილობრივი და იმპორტული სასმელები

TWIN – ორადგილიანი ოთახი ორი განცალკევებული საწოლით

Kingsize Room – ორადგილიანი ოთახი ერთი დიდი საწოლით

DBL – ორადგილიანი ოთახი

DUS – ორადგილიანი ოთახი ერთი ადამიანისთვის

SGL – ერთადგილიანი ოთახი

TRPL – სამადგილიანი ოთახი

EB – დამატებითი საწოლი (დივანი, გასაშლელი საწოლი)

SC (Self-Service) – თვითმომსახურება

STD – სტანდარტული

SV – ოთახი ზღვის ხედით

SSV – ოთახი ზღვაზე გვერდული ხედით

MV – ოთახი მთის ხედით

PV – ოთახი აუზის ხედით

GV – ოთახი ბაღის ხედით

ROH – სასტუმროში განთავსება ოთახის ტიპისა და ხედის წინასწარი დაზუსტების გარეშე

Superior – სტანდარტულზე უფრო დიდი ოთახი

Connected rooms – ერთმანეთის გვერდით მდებარე ოთახები გამავალი კარით

Family room – საოჯახო ტიპის ნომერი, სტანდარტულზე დიდი, როგორც წესი შედგება ორი ოთახისგან, რომელთაგან ერთი საძინებელია და მეორე მისაღები გასაშლელი დივნით.

Junior suite – დიდი ზომის და გაუმჯობესებული ორადგილიანი / ერთადგილიანი ერთოთახიანი ნომერი

De luxe – შედარებით ძვირფასად მოწყობილი ნომერი.

Executive suite – ნომერი დამატებითი კომფორტით შემდგარი ორი ან რამდენიმე ოთახისგან

Honeymoon room – ოთახი ახალდაქორწინებულთათვის

Duplex – ორსართულიანი ნომერი

President, Royal Suite – ყველაზე მაღალი კლასის ნომერი, რამდენიმე საძინებლით, კაბინეტით, რამდენიმე სააბაზანო ოთახით.

Balcony – ოთახი აივნით

Executive floor – სასტუმროში ერთი ან რამდენიმე სართული არასტანდარტული ნომრებით, გამორჩეულად მაღალი ხარისხის მომსახურებით და უფასო სერვისების ფართო არჩევანით.

MB – სასტუმროს მთავარი კორპუსი

HV – სასტუმრო რომელიც შედგება კოტეჯებისგან, ბუნგალოებისგან

BGL, BGLW – ბუნგალო; ერთი ან ორსართულიანი შენობა, ხშირად შედგება რამდენიმე ნომრისგან.

Chalet – მიშენება მთავარ კორპუსზე

Villa – განცალკევებულად მდგარი ვილა, გათვლილი ერთ ოჯახზე, მაღალი ხარისხის მომსახურებით.