Tuesday, July 28, 2015

თუშეთი - ადგილი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

თუშეთი საქართველოს გამორჩეულად საინტერესო კუთხეა. იგი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან 1900-დან 2400 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. ადმინისტრაციული ცენტრი ომალოა. თუშეთში მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი და ის ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ თუშეთისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მქონე ტრანსპორტითაა შესაძლებელი, სამაგიეროდ სტუმრებს თვალწინ ულამაზესი ხედები ეშლება.

თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ალპური მდელოებითა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით, ტებულოს (ზღვის დონიდან 4492 მ.), დიკლოს (ზღვის დონიდან 4285 მ.) და ბორბალოს (ზღვის დონიდან 3294 მ.) დიდებული მწვერვალებით. თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.


დღეს თუშეთში 50–ზე მეტი სოფელი თუ ნასოფლარია შემორჩენილი. მხოლოდ რამოდენიმე მათგანში ცხოვრობს მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე. ეს სოფლებია ომალო (ადმინისტრაციული ცენტრი), შენაქო, დართლო და დიკლო. ბევრია სოფლები რომლებშიც ყოველ წელიწადს ზაფხულში ადის მოსახლეობა: გირევი, ჭეშო, კვავლო, ჭონთიო, დოჭუ, ხისო, ბოჭორმა და ა.შ. ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა რამოდენიმე ასეულს შეადგენს.



თუშეთი მკაცრი კლიმატითაც გამოირჩევა. ივლის-აგვისტოში აქ ტემპერატურა 14-15 გრადუსია. თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობით) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე — 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.


თუშეთი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლები, მთა, ბუნება, ტრადიციები და ამ ყველაფრით მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
თუშეთის ტურები იხილეთ ბმულზე

Wednesday, July 8, 2015

ფლორენცია - იტალიის კულტურული დედაქალაქი

ფლორენცია უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში,განსაკუთრებით მისი ხელოვნებით და არქიტექტურით. ქალაქი ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად.

ქალაქი ფლორენცია მილიონობით ტურისტს მასპინძლობს ყოველწლიურად.ქალაქი  1982 წელს გამოცხადდა მსოფლიოს კულტურულ  მემკვიდრეობად. იგი ცნობილია , როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, რომელიც საუკეთესოდ გვინახავს რენესანსულ კულტურას.

ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად: ბოკაჩო , დანდე , მიქელანჯელო , ბოტიჩელი , ნიკოლო მაკიაველი , გალილეო გალილეი , დონატელო , ეკატერინე მედიჩი , რობერტო კავალი და ა.შ.

ქალაქში უდიდესი და ბრწყინვალე ტაძარია : სანტა - მარია - დელ - ფორე. განსაკუთრებული და გრანდიოზული ტაძარი აღორძინების ხანის საუკეთესო გამოძახილია.არქიტექტურულად საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია.

ეს ყველაფერი ძალიან მცირეა იმ სილამაზესთან შედარებით რისი ნახვაც შეგიძლიათ ფლორენციაში. შუა საუკუნეების ათენი , როგორც მას ეძახიან , ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ.

Thursday, July 2, 2015

ბადენ ბადენი - სამხრეთ გერმანიის მშვენება...

ისევე როგორც გერმანიაში , მსოფლიოს სხვა ყველა ქვეყანაში ბადენ - ბადენი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პუპალარულ საკურორტო ქალაქად. იგი მდებარეობს გერმანიის სამხრეთ დასავლეთით , ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე,ევროპაში ყველაზე დიდი ტყის მახლობლად.

ქალაქის მცირე ზომის მიუხედავად ,იგი ცნობილია თავისი ღირსშესანიშნაობებით,სპა ცენტრებით , კაზინოებით და თერმული წყლებით.

ბადენ-ბადენის სტუმრებს ძირითადად წარმოადგენენ მაღალ სოციალურ ფენას მიკუთვნებული ტურისტები.მათი მიზანი აზარტულ თამაშებს და სპა ცენტრებში სიარულს წარმოადგენს... ბადენის კაზინოები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს , როგორც მოთამაშეებზე ასევე , უბრალო მნახველებზე.

ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ უამრავი ტურით, რომელის დროსაც ისინი გაეცნობიან ველური ბუნების საოცარ თავისებურებებს.
პატარა, მაგრამ ულამაზესი ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია უძველესი რომაული აბანოები.სამკურნალო , თერმული წყლები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება ,ქალაქის სპა ცენტრების სავიზიტო ბარათია.