Monday, December 29, 2014

პრაღა - ევროპის გული

ჩეხეთის დედაქალქი მდებარეობს მდინარე ვლტავაზე და დაახლოებით 1.2 მილიონიან ქალაქს წარმოადგენს. პრაღას  რამდენიმე მეტსახელი აქვს, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი რამდენიმე ღირსშესანიშნაობაა. ერთ-ერთი მათგანი კარლის ხიდია. ხიდი მდებარეობს მდინარე ვლტავაზე და მიეკუთვნება ევროპის უძველეს ქვის ხიდებს. ის ორი კოშკითაა შემოსაზღვრული და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი. ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ნაწილებს: მალა სტრანას და სტარე მესტოს. კარლის ხიდი ამავე დროს მუზეუმსაც წარმოადგენს ღია ცის ქვეშ, სადაც მრავალი საინტერესო ქანდაკებაა აღმართული.
პრაღა კარლის ხიდიტურისტების დიდი რაოდენობა ყოველ სრულ საათზე თავს იყრის პრაღის ასტრონომიულ საათთან, რომელიც რატუშაზე პირველად 1410 წელს დაამონტაჟეს. 1490 წელს კი მას მზის საათი მიემატა და ორივე გოთიკური არქიტექტურის ფიგურებით მოაპირკეთეს. საათის ისტორია სვეტიცხოვლის ისტორიას მოგვაგონებს. გადმოცემის მიხედვით, მის შემქნელსაც ხელები მოკვეთეს, რათა მსგავსი საათი სხვაგანაც არ გაეკეთებინა. საათში ერთხელ, სრულ საათზე, საათის სარკმლები იხსნება, მოციქულები გამოდიან და  წრეზე ტრიალებენ. სანახაობა სულ რამდენიმე წამს გრძელდება, რის შემდეგაც ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება.
astronomiuli saaTi
ასტრონომიული საათიქალაქის სტმრების კიდევ ერთი საყვარელი ადგილი ლენონის კედელია. კედელი 1981 წლიდან ახალგაზრდების თავისუფლების სიმბოლო გახდა. მასზე ჯერ ლენონის გამსოახულენა გაჩნდა, შემდეგ კი ახალგაზრდები მიდიოდნენ და The Beatles-ის რეპერტუარიდან ფრაზებს წერდნენ. ასე იქცა ძველი კედელი ახალგაზრდენის პროტესტის გამოხატულებად.
ლენონის კედელიერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რაც პრაღაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახოთ, პრაღის ციხე-სიმაგრეა. ციხე-სიმაგრე დღესდღეობით პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს და 70 ათას კვ.მ ფართობს იკავებს.
პრაღის ციხე-სიმაგრე
პრაღა გამოირჩევა იმით, რომ აქ თითქმის ვერ ნახავთ ულტრათანამდეროვე შენობებს და ყველაფერი ძველებურ სტილშია შენარჩუნებული.თუმცა თანამედროვე არქიტექტურის მოყვარულებს შეუძლიათ ე.წ მოცეკვავე სახლი ნახონ. იგი 1997 წელს ვაცლავ ჰაველის სახლის გვერდით ააგეს. შენობის სახურავზე ცნობილი ფრანგული რესტორანია განთავსებული.
dancing_house__prague__czech_republic
ქალაქში გადაადგილება მეტროთი, ავტობუსითა და ტრამვაით შეგიძლიათ. გამოცდილი ტურისტების გვირჩევენ, რომ თანხა აუცილებლად  ვიქონიოთ ადგილობრივი ვალუტაში (კრონა), რადგან პრაღაში ფულის გადახურდავება პრობლემურია.
ჩეხეთის ტურები იხილეთ ბმულზე.

Tuesday, December 23, 2014

ჰურგადა – საუკეთესო ადგილი ოჯახური დასვენებისთვის



ელ-გურდაკა (არაბ. الغردقة‎‎), იგივე ჰურგადა ეგვიპტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქია. წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს ქალაქი შედარებით ძველი კურორტია ვიდრე შარმ-ელ-შეიხი. ჰურგადა პირველი იყო მთელს ეგვიპტეში, რომელმაც დაიწყო უცხოელი ტურისტების მიღება. ეს საუკეთესო ადგილია მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ბავშვებთან ერთად შემოდგომაზე, რადგან კლიმატი ამ დროს განსაკუთრებით რბილი და სასიამოვნოა. ეს ის კურორტია, სადაც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, უამრავ პენსიონერს შეხვდებით. ჰურგადაში სამ და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები ჭარბობს. პლაჟები ქვიშისაა და ძალიან კარგი სანაპიროა.



ჰურგადაში საშუალო მაღალი ტემპერტაურა 21-37 გრადუსია, დაბალი ტემპერატურა კი 11-26 გრადუსზე მერყეობს.



ქალაქი მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და 1980 წლიდან მოყოლებული იზრდება და ვითარდება. მთლიანობაში ჰურგადა გადაჭიმულია დაახლოებით 40 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე. აქ შეხვდებით ეგვიპტელ ტურისტებს კაიროდან, და ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებიდან. უმეტესწილად ჰურგადას სტუმრობენ ტურისტები რუსეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან.

ადგილობრივები ქალაქს ხშირად უწოდებენ “ალასკას აფრიკაში”.

ეგვიპტის მიმართულებით ტურები იხილეთ ბმულზე.

Friday, December 19, 2014

ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები – რატომ უნდა ევწიოთ უნგრეთის დედაქალაქს



უნგრეთის დედაქალაქი ერთადერთი ქალაქია, რომელიც მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ბუდაპეშტში ამჟამად დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ქალაქის ღირსშესანიშნაობების უმრავლესობა UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ბუდაპეშტი ტურისტებს განსაკუთრებით რამდენიმე უნიკალური ძეგლით იზიდავს. თუ ბუდაპეშტში მოგზაურობას გადაწყვეტთ აუცილებლად გაისეირნეთ ანდრაშის გამზირზე, რომელზედაც განთავსებულია ნეო-რენესანსული სტილის შენობები. გამზირზე 1884 წელს აშენებული ოპერის თეატრის გარდა ნახავთ ოქტოგონის მოედანს, ტერორის მუზეუმს, ფერენც ლისტის სახლმუზეუმს და ა.შ.



აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბუდას ციხე-ქალაქს, სადაც მდებარეობს სამეფო სასახლე, ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა ბასტიონი და ფუნიკულიორი. სამეფო სასახლის ფასადი მდინარის ნაპირის პარალელურია და სიგრძეში 300 მეტრს აღწევს. სასახლე ბაროკოს სტილშია აგებული.



უნგრეთის დედაქალაქის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ქვეყნის პარლამენტის შენობაა. ნეო-გოთიკური სტილის შენობის ცენტრალური ნაწილი მისი გუმბათია, რომლის გარშემოც განთავსებულია უნგრეთის 16 მეფის ქანდაკება. უნგრეთის სამეფო ძვირფასეულობა და 1000 წლიანი სამეფო გვირგვინიც ზუსტად ამ დარბაზში ინახება. შენობა სიგრძეში 268 მეტრია, მისი კორიდორები კი ჯამში 20 კილომეტრზეა გადაჭიმული. გუმბათის სიმაღლე 96 მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტი ყველაზე მაღალი შენობაა მთელ ბუდაპეშტში.



ბუდაპეშტიდან არ უნდა წახვიდეთ ისე, თუ მარგრიტის კუნძულს არ ნახავთ. XIII საუკუნეში კუნძულზე დომინიკური მონასტერი არსებობდა, სადაც უნგრეთის მეფის ბელა IV-ის ქალიშვილი მარგარიტა (უნგრულად: მარგიტი) მოღვაწეობდა. სწორედ მის სახელს ატარებს კუნძული დღესდღეობით. კუნძულის სიგრძე 2.5 კმ-ია. ამჟამად კუნძულზე განლაგებულია პარკი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.



კიდევ ორი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ბუდაპეშტს უნიკალურს ხდის, დიდი სინაგოგა და ჯაჭვის ხიდია. სინაგოგა ევროპაში ყველაზე დიდია, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას ნიუ-იორკის სინაგოგის შემდგომ. იგი აშენდა 1859 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს სინანგოგა ებრაელთა გეტოდ გადაკეთდა და მნიშვნელოვნად დაზიანდა. სინაგოგას კომპლექსში შედის ებრაელების მუზეუმი და ჰოლოკოსტის მონუმენტი. სინაგოგა 3000 ადამიანს იტევს.



რაც შეეხება ჯაჭვის ხიდს, ეს ის ადგილია, საიდანაც შეგიძლიათ დაიწყოთ ბუდაპეშტის დათვალიერება. ლანცჰიდი (ქართულად: ჯაჭვის ხიდი) 1849 წელს აშენდა და პირველი მუდმივი ხიდი გახდა მდინარე დუნაიზე, რითიც დაიწყო მდინარის სხვადასხვა მხარეს მდებარე ორი ქალაქის გაერთიანება. ხიდის მშენებლობის მთავარი ინიციატორი და სპონსორი იშტვან სეჩენი იყო (რომლის სახელსაც ხიდი ოფიციალურად ატარებს, თუმცა ადგილობრივები ხიდს ლანცჰიდს ეძახიან), ხოლო არქიტექტორი – შოტლანდიელი ადამ კლარკი.



ბუდაპეშტის ტურები იხილეთ ბმულზე

Tuesday, December 16, 2014

პოლონური მედია გუდაურის შესახებ

გუდაური„თუ მოგბეზრდათ საფრანგეთის, იტალიისა და ავსტრიის სამთო კურორტები და ეძებთ ახალ თავგადასავლებს მაშინ ეწვიეთ საქართველოს პოპულარულ კურორტ გადაურს.“ -ამ სიტყვებით იწყებს პოლონური ტელეკომპანია „TV N“-ის ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობას. პოლონური ტელევიზიის გადამღები ჯგუფი საქართველოს ზამთრის სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ეწვია. კორესპონდენტებმა გუდაურის სასრიალო ტრასებზე თხილამურებითა და სნოუბორდით ისრიალეს და პოლონელ მაყურებელს შთაბეჭდილება გაუზიარეს. სიუჟეტის ავტორის თქმით: -“ ზამთარში , საქართველოში დასასვენებლად ბევრი რამ არ გჭირდება. ვარშავიდან ქუთაისამდე ფრენა იაფია. ასევე ხელმისაწვდომია სათხილამურო აღჭურვილობის დაქირავება გუდაურში.“
ბოლო წლებში საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტებით სულ უფრო მეტი პოლონელი ინტერესდება. 2014 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს პოლონეთიდან 45 ათასზე მეტი მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29 %-ით მეტია.
გუდაურის ტურები იხილეთ ბმულზე.

შარმ ელ შეიხი – ეგვიპტის მთავარი საკურორტო ქალაქი




შარმ ელ შეიხი – ტურისტებისთვის მიმზიდველი ეს ქალაქი მდებარეობს ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, წითელი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე. ქალაქში იანვრის საშუალო ტემპერატურა 18-23 გრადუსია, აგვისტოში კი 33-37 გრადუსი. წითელი ზღვის სანაპიროს ამ რეგიონში წლიური საშუალო ტემპერატურა 21-23 გრადუსია. შესაბამისად, ქალაქი ტურისტებისთვის ყველა სეზონზე მიმზიდველია.

Sharm el sheikh არაბულად შეიხის ყურეს ნიშნავს და ქალაქს ხშირად “მშვიდობის ქალაქსაც” უწოდებენ, რადგან სწორედ აქ ტარდებოდა სხვადასხვა სამშვიდობო კონფერენციები.

შარმ ელ შეიხი განთქმულია ყვინთვის მოყვარულებს შორის. წითელი ზღვის სიღრმეები ულამაზეს სანახაობას სთავაზობს დაივინგის მოყვარულებს. დაივინგის გარდა შარმში შეგიძლიათ ისიამოვნოთ წყლის ექსტრემალური სპორტის სხვა სახეობებითაც, დაეშვათ ვერტმფრენიდან პარაშუტით და ა.შ.



თუ შარმ ელ შეიხში ტურს დაგეგმავთ, აუცილებლად შეიტანეთ თქვენს მარშრუტში სინას უდაბნო, სადაც წმინდა ეკატერინეს ულამაზეს ტაძარსა და სინაის მთებს ნახავთ.

შარმში შეგიძლიათ ისარგებლოთ მსოფლიოში განთქმული სპა აბაზანებით. სწორედ ამ ქალაქში შეხვდებით ეგვიპტის საუკეთესო სპეციალისტებს, რომლებიც გაჯანსაღებაში დაგეხმარებიან.

ნაამას ყურეში, ძველ ქალაქში, შეგიძლიათ შეიძინოთ ყოველდღიური საჭიროების ნივთები და სუვენირები. საღამოს კი შეგიძლიათ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში გაატაროთ სასიამოვნო დრო.

Monday, December 15, 2014

ბაკურიანი - სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში




ბაკურიანი მსოფლიო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. ბორჯომიდან კურორტამდე მანძილი 30 კმ-ია.

ბაკურიანში დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე თოვლის საშუალო სისქე 64 სმ-ს აღწევს. კურორტზე გაკეთებულია სხვადასხვა სირთულის 12 სათხილამურო ტრასა. პირველი სათხილამურო ბაზა ჯერ კიდევ 1932 წელს გაიხსნა. კურორტი გამორჩეულია მზის ხანგრძლივი ნათებით, ზომიერი თოვლითა და მაღალი მთის კლიმატით.

ბაკურიანში დასვენება წლის ნებისმიერ დროს სასარგებლოა, რადგან კურორტის ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი ტყეებით. მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლადაა მინერალური წყაროები.

მრავალრიცხოვანი სტუმრების კომფორტული დასვენებისთვის ბაკურიანში განთავსებულია მაღალი დონისსასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები.