Tuesday, December 16, 2014

შარმ ელ შეიხი – ეგვიპტის მთავარი საკურორტო ქალაქი




შარმ ელ შეიხი – ტურისტებისთვის მიმზიდველი ეს ქალაქი მდებარეობს ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, წითელი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე. ქალაქში იანვრის საშუალო ტემპერატურა 18-23 გრადუსია, აგვისტოში კი 33-37 გრადუსი. წითელი ზღვის სანაპიროს ამ რეგიონში წლიური საშუალო ტემპერატურა 21-23 გრადუსია. შესაბამისად, ქალაქი ტურისტებისთვის ყველა სეზონზე მიმზიდველია.

Sharm el sheikh არაბულად შეიხის ყურეს ნიშნავს და ქალაქს ხშირად “მშვიდობის ქალაქსაც” უწოდებენ, რადგან სწორედ აქ ტარდებოდა სხვადასხვა სამშვიდობო კონფერენციები.

შარმ ელ შეიხი განთქმულია ყვინთვის მოყვარულებს შორის. წითელი ზღვის სიღრმეები ულამაზეს სანახაობას სთავაზობს დაივინგის მოყვარულებს. დაივინგის გარდა შარმში შეგიძლიათ ისიამოვნოთ წყლის ექსტრემალური სპორტის სხვა სახეობებითაც, დაეშვათ ვერტმფრენიდან პარაშუტით და ა.შ.



თუ შარმ ელ შეიხში ტურს დაგეგმავთ, აუცილებლად შეიტანეთ თქვენს მარშრუტში სინას უდაბნო, სადაც წმინდა ეკატერინეს ულამაზეს ტაძარსა და სინაის მთებს ნახავთ.

შარმში შეგიძლიათ ისარგებლოთ მსოფლიოში განთქმული სპა აბაზანებით. სწორედ ამ ქალაქში შეხვდებით ეგვიპტის საუკეთესო სპეციალისტებს, რომლებიც გაჯანსაღებაში დაგეხმარებიან.

ნაამას ყურეში, ძველ ქალაქში, შეგიძლიათ შეიძინოთ ყოველდღიური საჭიროების ნივთები და სუვენირები. საღამოს კი შეგიძლიათ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში გაატაროთ სასიამოვნო დრო.

No comments:

Post a Comment