ყველა ტური ერთ საიტზე,All Tours in Georgia,ტურები უცხოეთში,ტურები საქართველოში,ტურისტული კომპანიები,სასტუმროები,Hostels in Tbilisi,Tbilisi Hostels,Tours in Georgia Caucasus,Georgia Caucasus tours,Excursions in Georgia Caucasus,Georgia Caucasus Excurs
Tuesday, December 23, 2014
ჰურგადა – საუკეთესო ადგილი ოჯახური დასვენებისთვის
ელ-გურდაკა (არაბ. الغردقة), იგივე ჰურგადა ეგვიპტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქია. წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს ქალაქი შედარებით ძველი კურორტია ვიდრე შარმ-ელ-შეიხი. ჰურგადა პირველი იყო მთელს ეგვიპტეში, რომელმაც დაიწყო უცხოელი ტურისტების მიღება. ეს საუკეთესო ადგილია მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ბავშვებთან ერთად შემოდგომაზე, რადგან კლიმატი ამ დროს განსაკუთრებით რბილი და სასიამოვნოა. ეს ის კურორტია, სადაც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, უამრავ პენსიონერს შეხვდებით. ჰურგადაში სამ და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები ჭარბობს. პლაჟები ქვიშისაა და ძალიან კარგი სანაპიროა.
ჰურგადაში საშუალო მაღალი ტემპერტაურა 21-37 გრადუსია, დაბალი ტემპერატურა კი 11-26 გრადუსზე მერყეობს.
ქალაქი მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და 1980 წლიდან მოყოლებული იზრდება და ვითარდება. მთლიანობაში ჰურგადა გადაჭიმულია დაახლოებით 40 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე. აქ შეხვდებით ეგვიპტელ ტურისტებს კაიროდან, და ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებიდან. უმეტესწილად ჰურგადას სტუმრობენ ტურისტები რუსეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან.
ადგილობრივები ქალაქს ხშირად უწოდებენ “ალასკას აფრიკაში”.
ეგვიპტის მიმართულებით ტურები იხილეთ ბმულზე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment