Monday, April 27, 2015

ბულგარეთი და მისი ოქროს ქვიშები

პატარა ძველებური ქალაქები, ეგზოტიკური სანაპიროები, რომანტიული ნახევარკუნძულები და მდინარეები – ეს ბულგარეთია. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ბულგარეთს შავი ზღვა აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. დედაქალაქი სოფია ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.

ბულგარეთი ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს თავისი ცნობილი ოქროს ქვიშებით. შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროებს უამრავი დამსვენებლი სტუმრობს. ბულგარეთის ყველაზე ცნობილი კურორტი, განლაგებულია ქალაქ ვარნას მახლობლად შავი ზღვის სანაპიროზე ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე. ლამაზესი, განიერი, სიგრძეში თითქმის 4 კმ, ხასხასა ოქროსფერი, წვრილი კვარცის სუფთა ქვიშიანი სანაპირო სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს. მათ ბულგარეთში ევროპული დონის ღამის ცხოვრებაც ხიბლავთ. კურორტი ოქროს ქვიშები საუკეთესო ეკოლოგიური პირობების შექმნისთვის დაჯილდოებულია საერთაშორისო ჯილდოთი „ლურჯი დროშა“.

ზღვისა და ოქროს ქვიშების გარდა, ბულგარეთი მიმზიდველია ზამთრის კურორტების მოყვარულებისთვისაც. სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს ბულგარეთი სთავაზობს ზამთრის კურორტებს – ბოროვეცი, ბანსკო, პამპოროვო.

გაითვალისიწინეთ, რომ ბულგარეთში მოგზაურობისას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა აუცილებელია.

ბულგარეთის ტურები იხილეთ ბმულზე.

ვარშავა - მეორედ აშენებული ქალაქი


ვარშავა, რომლის მოსახლეობაც ამჟამად დაახლოებით 2 მილიონს შეადგენს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურდა. თუმცა პოლონელებმა შეძლეს, რომ 50-იან წლებში ქალაქი სრულად აღედგინათ ძველი ნახაზების მიხედვით. ქალაქის ისტორიული ცენტრი – ძველი ვარშავა – შესულია იუნესკოს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლთა სიაში და წარმოადგენს ერთადერთ ხელახლა აშენებულ ობიექტს ამ სიაში.

პოლონეთის დედაქალაქი გამოირჩევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმრავლით. ვარშავაში ასეთი 66 დაწესებულებაა, მათ შორის ცნობილი ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, და ვარშავის სამედიცინო აკადემია.

რაც შეეხება ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ვარშავა მათ სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის. ქალაქის გამორჩეული ტურისტული ადგილი ძველი ვარშავაა, რომელიც მდინარე ვისლის გასწვრივ მდებარეობს. აქ ნახავთ უძველეს ეკლესიებსა და თავდაცვით კედლებს. ასევე შეგიძლიათ, მოკირწყლულ ვიწრო ქუჩებსა მოედნებზე ისეირნოთ.

დღეისათვის ქალაქის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა კულტურისა და მეცნიერების სასახლეა, რომელიც პოლონეთში ყველაზე მაღალი შენობაა. მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო სტალინის ბრძანებით და 1955-ში დასრულდა. მისი 30-ე სართული ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილია.
პოლონეთის ტურები იხილეთ ბმულზე.

ვენა - მდიდარი ისტორიის ქალაქი

ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. მდინარე დუნაის სანაპიროებზე მდებარე ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 1.6 მილიონს შეადგენს. იყო დრო, როდესაც ვენა მეოთხე ქალაქი იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონს ითვლიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვენამ თავისი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. 

ვენის ძველი ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიამდეც არსებობდა, ასევე შენბრუნის სასახლე, ავსტრიის რესპუბლიკის მოთხოვნით, შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ვენის ღირშესანიშნაობები, რაც დღეს ამ ქალაქში უამრავ ტურისტს იზიდავს არის – 100 მუზეუმი, 27 ციხე–სიმაგრე და დაახლოებით 150 სასახლე.

ვენის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობები წმინდა სტეფანეს ტაძარი და კარლსრიხის ეკლესიაა. ეს უკანასკნელი მე-18 საუკუნეს ეკუთვნის და სხვადასხვა სტილებისა და ეპოქების არასტანდარტულ ნარევს: ძველბერძნული პორტიკიდან და ძველრომაული თაღებიდან მასიურ გუმბათებამდე.

თუ ექსტრიმის მოყვარული ხართ, ვენაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ვენის პრატერს, სადაც სხვა უამრავ ატრაქციონთან ერთად ნახავათ ეშმაკის ბორბალს, რრომელიც მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე მსგავსი ტიპის ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო.
ავსტრიის ტურები იხილეთ ბმულზე 

Friday, April 24, 2015

სტამბოლი - მოგონებების ქალაქი


სტამბოლში მოგზაურობისას მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ობიექტების მოსანახულებლად რიგში მოგიწევთ დგომა, რადგან ქალაქში მუდმივად უამრავი ტურისტია. ქალაქში სანახავი მართლაც ბევრია, ამიტომაც წინასწარ უნდა შეარჩიოთ პირველ რიგში რომელ ღირსშესანიშნოაბას უნდა ეწვიოთ.

სტამბოლი ორ ნაწილადაა გაყოფილი – ძველი ქალაქი და თანამედროვე ნაწილი. სანახავი ობიექტების უმრავლესობა სწორედ ძველ ნაწილშია განთავსებული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობა აია სოფიაა – ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ. 1935 წელს, ათათურქის ბრძანებით, აია სოფია მუზეუმად გამოცხადდა, ხოლო 1985 წლიდან იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შესული. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი პოპულარული ეკლესიის ცენტრში არსებული ძირითადი გუმბათის გამო გახდა.

აია სოფიასთან ახლოსაა განთავსებული ცნობილი ლურჯი მეჩეთი, რომელსაც ასე ლურჯი ფილებით მოპირკეთებული კედლების გამო მოიხსენიებენ. მეჩეთის მშენებლობა 1609-1616 წლებში მიმდინარეობდა, ახმედ პირველის მმართველობის პერიოდში. ისევე როგორც სხვა დანარჩენი მეჩეთების ტერიტორიაზე, აქაც განთავსებულია დამაარსებლის სამარხი, სკოლა და ჰოსპისი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეჩეთი დღესაც მოქმედია, მაინც წარმოადგენს ტურისტულად აქტიურ ობიექტს, მაგრამ არამორწმუნეთათვის ლოცვის დროს მეჩეთი დახურულია.
სტამბოლში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ დოლომაბახჩეს და თოფქაფის სასახლეები. დოლმაბაჰჩე თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. იგი პირდაპირ ბოსფორის სანაპიროზეა განთავსებული. შენობა 285 ოთახის, 46 დარბაზის, 6 აბაზანისა და 68 ტუალეტისგან შედგება. თოფკაფის სასახლის მშენებლობა კი სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს და 1465 წელს დასრულდა. შედგება დაბალსართულიანი რამდენიმე შენობისგან, მათ შორისაა ჰარამხანა, აქვე მოთავსებულია მუზეუმი, სადაც ინახება ოტომანთა დინასტიის საოცარი სიმდიდრე.

ანტალია - თურქეთის პოპულარული კურორტი






ანტალია ზღვის დონიდან 30 მეტრზე მდებარეობს და მისი მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონს შეადგენს. დღეისათვის ანტალია გაყოფილია ორ — ძველ და ახალ ქალაქად. 2013 წელს ანტალია გახდა მსოფლიოში მესამე ქალაქი უცხოელი ტურისტების რაოდენობის მიხედვით. ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს ლამაზი პლაჟები, გრძელი ლურჯი სანაპიროები და პალმის ხეების დიდი რაოდენობა. ხმელთაშუა ზღვის ზომიერი კლიმატი ცხელი, მშრალი ზაფხულითა და რბილი ზამთრით ანტალიის ერთ-ერთ პლიუსს წარმოადგენს.


ქალაქი ცნობილია ისტორიული ძეგლებითაც. აქ შეგიძლიათ ნახოთ უძველესი ბერძნულ-რომაული თეატრიც „ასპენდოსი“, სადაც მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის შოუები, კონცერტები და ფესტივალები. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ადგილობრივ მუზეუმებს. ქალაქში რესტორნების გარდა არაერთი მყუდრო ყავახანაა. ანტალიის ძველ ნაწილში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ნივთები, სუვენირები და დააგემოვნოთ ნამდვილი თურქული ნაყინი „დონდურმა“.


თავისი მზარდი ტურისტული პოტენციალით კურორტი დღითიდღე უფრო მეტ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს.


ანტალიის ტურები იხილეთ ბმულზე

ბარსელონა - ესპანეთის მეორე დედაქალაქი





ბარსელონას ტურისტები წელიწადის არცერთ სეზონზე არ აკლია. ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი სტუმრით, ბარსელონა მე-16 ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში და მეოთხე ევროპაში, პარიზის, ლონდონისა და რომის შემდეგ. ბარსელონაში სახელმწიფო ენაა კატალონიური და ესპანური. ვინაიდან ქალაქში ტურიზმი განვითარებულია , ინგლისურ ენაზე ყველა მაღაზიაში და რესტორანში მოგემსახურებიან.
ქალაქი მუზეუმების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რომლებიც სხვადასხვა ადგილებშია განლაგებული და სხვადასხვა პერიოდებს მიეკუთვნება. თუმცა კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი გამორჩეულია. მუზეუმს დახვეწილი რომანული ნიმუშები გამოარჩევს.
ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს არქიტექტორ ანტონიო გაუდის ქმნილებები, რომელთა ნახვაც მთელ ქალაქშია შესაძლებელი. მისი საქვეყნოდ განთქმული ნამუშევარია უზარმაზარი, მაგრამ ბოლომდე დაუმთავრებელი ეკლესია — საგრადა ფამილია, რომელიც 1882 წლიდან მშენებარე მდგომარეობაში იმყოფება და დღემდე ფინანსდება კერძო დონორების მიერ. 2007 წლის გათვლებით, მშენებლობა 2026 წელს უნდა დასრულდეს.
ბარსელონაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ევროპაში ყველაზე დიდი სტადიონი – კამპ ნოუ