Friday, April 24, 2015

ანტალია - თურქეთის პოპულარული კურორტი






ანტალია ზღვის დონიდან 30 მეტრზე მდებარეობს და მისი მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონს შეადგენს. დღეისათვის ანტალია გაყოფილია ორ — ძველ და ახალ ქალაქად. 2013 წელს ანტალია გახდა მსოფლიოში მესამე ქალაქი უცხოელი ტურისტების რაოდენობის მიხედვით. ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს ლამაზი პლაჟები, გრძელი ლურჯი სანაპიროები და პალმის ხეების დიდი რაოდენობა. ხმელთაშუა ზღვის ზომიერი კლიმატი ცხელი, მშრალი ზაფხულითა და რბილი ზამთრით ანტალიის ერთ-ერთ პლიუსს წარმოადგენს.


ქალაქი ცნობილია ისტორიული ძეგლებითაც. აქ შეგიძლიათ ნახოთ უძველესი ბერძნულ-რომაული თეატრიც „ასპენდოსი“, სადაც მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის შოუები, კონცერტები და ფესტივალები. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ადგილობრივ მუზეუმებს. ქალაქში რესტორნების გარდა არაერთი მყუდრო ყავახანაა. ანტალიის ძველ ნაწილში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ნივთები, სუვენირები და დააგემოვნოთ ნამდვილი თურქული ნაყინი „დონდურმა“.


თავისი მზარდი ტურისტული პოტენციალით კურორტი დღითიდღე უფრო მეტ ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ავსებს.


ანტალიის ტურები იხილეთ ბმულზე

No comments:

Post a Comment