სტამბოლში მოგზაურობისას მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ობიექტების მოსანახულებლად რიგში მოგიწევთ დგომა, რადგან ქალაქში მუდმივად უამრავი ტურისტია. ქალაქში სანახავი მართლაც ბევრია, ამიტომაც წინასწარ უნდა შეარჩიოთ პირველ რიგში რომელ ღირსშესანიშნოაბას უნდა ეწვიოთ.
სტამბოლი ორ ნაწილადაა გაყოფილი – ძველი ქალაქი და თანამედროვე ნაწილი. სანახავი ობიექტების უმრავლესობა სწორედ ძველ ნაწილშია განთავსებული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობა აია სოფიაა – ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ. 1935 წელს, ათათურქის ბრძანებით, აია სოფია მუზეუმად გამოცხადდა, ხოლო 1985 წლიდან იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შესული. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი პოპულარული ეკლესიის ცენტრში არსებული ძირითადი გუმბათის გამო გახდა.
აია სოფიასთან ახლოსაა განთავსებული ცნობილი ლურჯი მეჩეთი, რომელსაც ასე ლურჯი ფილებით მოპირკეთებული კედლების გამო მოიხსენიებენ. მეჩეთის მშენებლობა 1609-1616 წლებში მიმდინარეობდა, ახმედ პირველის მმართველობის პერიოდში. ისევე როგორც სხვა დანარჩენი მეჩეთების ტერიტორიაზე, აქაც განთავსებულია დამაარსებლის სამარხი, სკოლა და ჰოსპისი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეჩეთი დღესაც მოქმედია, მაინც წარმოადგენს ტურისტულად აქტიურ ობიექტს, მაგრამ არამორწმუნეთათვის ლოცვის დროს მეჩეთი დახურულია.
სტამბოლში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ დოლომაბახჩეს და თოფქაფის სასახლეები. დოლმაბაჰჩე თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. იგი პირდაპირ ბოსფორის სანაპიროზეა განთავსებული. შენობა 285 ოთახის, 46 დარბაზის, 6 აბაზანისა და 68 ტუალეტისგან შედგება. თოფკაფის სასახლის მშენებლობა კი სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს და 1465 წელს დასრულდა. შედგება დაბალსართულიანი რამდენიმე შენობისგან, მათ შორისაა ჰარამხანა, აქვე მოთავსებულია მუზეუმი, სადაც ინახება ოტომანთა დინასტიის საოცარი სიმდიდრე.

No comments:
Post a Comment