პატარა ძველებური ქალაქები, ეგზოტიკური სანაპიროები, რომანტიული ნახევარკუნძულები და მდინარეები – ეს ბულგარეთია. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ბულგარეთს შავი ზღვა აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. დედაქალაქი სოფია ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.
ბულგარეთი ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს თავისი ცნობილი ოქროს ქვიშებით. შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროებს უამრავი დამსვენებლი სტუმრობს. ბულგარეთის ყველაზე ცნობილი კურორტი, განლაგებულია ქალაქ ვარნას მახლობლად შავი ზღვის სანაპიროზე ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე. ლამაზესი, განიერი, სიგრძეში თითქმის 4 კმ, ხასხასა ოქროსფერი, წვრილი კვარცის სუფთა ქვიშიანი სანაპირო სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს. მათ ბულგარეთში ევროპული დონის ღამის ცხოვრებაც ხიბლავთ. კურორტი ოქროს ქვიშები საუკეთესო ეკოლოგიური პირობების შექმნისთვის დაჯილდოებულია საერთაშორისო ჯილდოთი „ლურჯი დროშა“.
ზღვისა და ოქროს ქვიშების გარდა, ბულგარეთი მიმზიდველია ზამთრის კურორტების მოყვარულებისთვისაც. სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს ბულგარეთი სთავაზობს ზამთრის კურორტებს – ბოროვეცი, ბანსკო, პამპოროვო.
გაითვალისიწინეთ, რომ ბულგარეთში მოგზაურობისას საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა აუცილებელია.
ბულგარეთის ტურები იხილეთ ბმულზე.
No comments:
Post a Comment