Monday, April 27, 2015

ვარშავა - მეორედ აშენებული ქალაქი


ვარშავა, რომლის მოსახლეობაც ამჟამად დაახლოებით 2 მილიონს შეადგენს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურდა. თუმცა პოლონელებმა შეძლეს, რომ 50-იან წლებში ქალაქი სრულად აღედგინათ ძველი ნახაზების მიხედვით. ქალაქის ისტორიული ცენტრი – ძველი ვარშავა – შესულია იუნესკოს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლთა სიაში და წარმოადგენს ერთადერთ ხელახლა აშენებულ ობიექტს ამ სიაში.

პოლონეთის დედაქალაქი გამოირჩევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმრავლით. ვარშავაში ასეთი 66 დაწესებულებაა, მათ შორის ცნობილი ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, და ვარშავის სამედიცინო აკადემია.

რაც შეეხება ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ვარშავა მათ სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის. ქალაქის გამორჩეული ტურისტული ადგილი ძველი ვარშავაა, რომელიც მდინარე ვისლის გასწვრივ მდებარეობს. აქ ნახავთ უძველეს ეკლესიებსა და თავდაცვით კედლებს. ასევე შეგიძლიათ, მოკირწყლულ ვიწრო ქუჩებსა მოედნებზე ისეირნოთ.

დღეისათვის ქალაქის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა კულტურისა და მეცნიერების სასახლეა, რომელიც პოლონეთში ყველაზე მაღალი შენობაა. მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო სტალინის ბრძანებით და 1955-ში დასრულდა. მისი 30-ე სართული ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილია.
პოლონეთის ტურები იხილეთ ბმულზე.

No comments:

Post a Comment